საქართველოს მთავრობისგან მოქალაქეებმა მორიგი გაფრთხილება მესიჯის სახით მიიღეს. დაავადების პრევენციის მიზნით, მთავრობა მოქალაქეებს გადაუდებელი საჭიროების გარეშე სახლიდან გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
„დაიცავით პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან. განსაკუთრებული სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია. საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები.
მაღალი სიცხისას და ხველებისას მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილ მესიჯში.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა. რამდენიმე ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება.
იხილეთ ვრცლად:
18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა დროებით ეკრძალებათ
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება