იმისთვის, რომ პატარასთან ერთად მოგზაურობა და დასვენება მართლაც დაუვიწყარი გამოვიდეს, სჯობს წინასწარ მოიმარაგოთ ის აუცილებელი და საჭირო ნივთები, რომელსაც აფთიაქის ჩანთაში მოუყრით თავს და უსაფრთხო მოგზაურობაში გაემგზავრებით:
- სიცხის დამწევი საშუალებები – ამ მედიკამენტებს აქვთ სიცხის დამწევის, ტკივილის გამაყუჩებლისა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მათი გამოყენება რეკომენდებულია, თუ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს აცდება.
- ანტიჰისტამინური მედიკამენტები – ესაა მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლის ალერგიული რეაქციების წარმოქმნას. ალერგიამ შეიძლება მოულოდნელად იჩინოს თავი ახალი საკვების მიღებისას ან სხვა გარემო ფაქტორების გამო.
- ენტეროსორბენტები – ესაა მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანზიმიდან ტოქსინების გამოდევნას. ისინი სხვადასხვა სახის მოწამვლის დროსაა რეკომენდებული. მაგალითად ესაა ნახშირი.
- სპირტხსნარები და სხვა ანტისეპტიკური საშუალებები – ანუ ესაა სხვადასხვა სახის სითხეები, რომლითაც ხდება ღია ჭრილობების დამუშავება. მათ შორის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება მწერების ნაკბენისა და დამწვრობის დროს.
- ბინტი და სტერილური საფენები – ესაა უნივერსალური საშუალება როგორც მსუბუქი, ასევე სერიოზული ჭრილობების დროს.
- გაციების საწინაღმდეგო მედიკამენტები – პრეპარატები, რომლებიც გაციების დროს აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის დაავადების გართულებას. მათ შორის ხელს უშლის ვირუსული ინფექციის განვითარებას და ხელს უწყობს გრიპის პრევენციას.
- ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები – ეს მედიკამენტები გამოდგება როგორც მგზავრობის აუტანლობის, ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დისკომფორტის დროს.
- თერმომეტრი – აუცილებელი საშუალება სხეულის ტემპერატურის გასაკონტროლებლად.
- ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები – აქ უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის მდგომარეობა ინდივიდუალურად ანუ ის მედიკამენტები, რომლებიც შესაძლოა მას დამატებით სჭირდება. ამისთვის გამგზავრებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.