LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ ორნახევარი საათი გაატარა, რაც „საკმაოდ უცნაურად გამოიყურება“: მიხაილო პოდოლიაკი

72
მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ ორნახევარი საათი გაატარა, რაც „საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, რადგან მისია ზაპოროჟიეში ჩასული იყო, რათა შეემოწმებინა არის თუ არა რაიმე საფრთხე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მხრივ“.

„ვფიქრობ, ეს საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. უკრაინულ მხარეს სჯერა, რომ ამ დონის მისია – და ეს არის უპირველეს ყოვლისა ინჟინრების, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტების მისია – რომელიც ჩამოვიდა არა მხოლოდ სასადილოს ან გარკვეული ოთახების შესამოწმებლად, მაგრამ ესაა მისია, რომელსაც აქვს გარკვეული პროცედურები ატომური ელექტროსადგურის კომპლექსური ინფრასტრუქტურის კონტროლისა და მართვის მექანიზმების შესამოწმებლად.

მისია ზაპოროჟიეში ჩასული იყო, რათა შეემოწმებინა არის თუ არა რაიმე საფრთხე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მხრივ. ასე რომ, უცნაურია, რომ ის იქ მხოლოდ ორი საათის განმავლობაში დარჩა“, -განაცხადა პოდოლიაკმა.