LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს და ყველაფერი დაიწამლოს, მაინც არ შევწყვეტთ ღვთის მსახურებას – მეუფე ანტონი

310
Capture

“წირვის და ღვთის მსახურების შეწყვეტა წარმოუდგენელია”, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ საჭირო გახდება აღდგომის დღესასწაულზე წირვას სპორტულ მოედანზე ჩაატარებს. მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა, რომ წირვის დროს საპატრიარქოს მიერ მიცემულ ყველა რეკომენდაციას გითვალისწინებს.

ხვალიდან ეკლესიები 20:00 საათზე დაიკეტება, ლოცვები 16:00 საათზე დაიწყება – პატრიარქის რეკომენდაცია

“ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს და მთლად რომ იყოს ყველაფერი დაწამლული, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ. მე მაგალითად იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა, სადაც ყველას შეეძლება დისტანცირებულად განთავსება. წირვის და მსახურების შეწყვეტა წარმოუდგენელია. ყველა ცდილობს ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს ურთიერთობა”, – აცხადებს მეუფე ანტონი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 319.

კომენდანტის საათის დროს ოზურგეთში ეკლესია გაქურდეს