LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე ჯარიმები 5000-დან 45 ათას ლარამდე იქნება

220
ჰაერი

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა იგეგმება.

კანონში შესატან ცვლილებებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მუშაობა უკვე დაასრულა. მათი ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები ხუთი ათასიდან 45 ათასი ლარის ფარგლებში იქნება.

ევროპაში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა - GAHP

გარემო ფაქტორებიდან ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაერის დაბინძურება უქმნის

დოკუმენტით გათვალისწინებულია, როგორც გეგმური, ისე არაგეგმური შემოწმებები.

საკანონმდებლო ცვლილებები კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით აბინძურებს, თვითმონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ავალდებულებს.

კანონპროექტის მიხედვით, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს დაქვემდებარებულ საქმიანობებს ტექნიკური გადაიარაღებისთვის ვადა 2021 წლის პირველ იანვრამდე მიეცემათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები