LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატლეტიკოს ფანმა მესის სანახავად კილომეტრი გაცურა: როგორ შეხვდა სუპერვარსკვლავი დაუპატიჟებელ სტუმარს

12

”ატლეტიკოს” ფანმა ლიონელ მესის იახტამდე კილომეტრი გაცურა, რათა მასთან სელფი გადაეღო.
არგენტინელმა სული სვანი ბორტზე მიიპატიჟა და 20 წუთი ელაპარაკა.

სვანი იბიცაზე იმავე ადგილზე ისვენებს, სადაც ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო შვებულებას ატარებენ. ერთ-ერთ სანაპიროზე მან არგენტინელის იახტა შენიშნა, რომელიც ნაპირიდან კილომეტრის დაშორებით იდგა. სულიმ მიცურვა გადაწყვიტა, მობილური ტელეფონი კი პოლიეთილენის პაკეტში გაახვია. როდესაც ის იახტამდე მივიდა, მესიმ ახალგაზრდა კაცი ბორტზე მიიპატიჟა, – იტყობინება El Mundo Deportivo.

მესიმ სტუმარს წვენით გაუმასპინძლდა და საფეხბურთო მისწრაფებებზე გამოკითხა. ბიჭი ”ატლეტიკოს” გულშემატკივარი აღმოჩნდა და უთხრა, რომ ადრე ფეხბურთელებს შეხვედრია, მათ შორის ტიბო კურტუას. გულადი ფანის სმარტფონი გამოუსადეგარი გახდა, ამიტომ მესიმ საკუთარით გადაიღო ფოტო და მერე გაუგზავნა.
საუბრის შემდეგ მესიმ მეგობრებს თხოვა ბიჭი ნაპირამდე კატერით მიეყვანათ.

”ის ძალიან მორიდებული და სტუმართმოყვარე იყო, როგორც მთელი მისი ოჯახი. ისინი შესანიშნავი ხალხია”, – შთაბეჭდილებები გაუზიარა სვანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები