მადრიდის „ატლეტიკომ“ ევროპა ლიგა მოიგო. ეს თასი მისთვის უცხო არ არის, მაგრამ მაინც ულოცავენ, რადგან ბოლო ფინალებში ხელი მოეცარა. გეხსომებათ, დიეგო სიმეონეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი წააგო და ორივეჯერ თანაქალაქელ „რეალთან“. თან დასანანად: ჯერ იყო და მსაჯის წამატებულ დროში გაუთანაბრეს, მეორედ კი პენალტებში დამარცხდნენ. ახლი კი უეფას თასი უპრობლემოდ მიისაკუთრეს.
უბერებელი ჯანლუიჯჯი ბუფონი კი „იუვენტუსიდან“ მიდის. ჯერ მხოლოდ „ბებერ ქალბატონს“ ემშვიდობება, თორემ შესაძლოა კარიერა არც დაასრულოს. ნებისმიერ შემთხვევაში ერთი ჭიქა მის სახელზე მართლაც ალალია.
სადღეგრძელო ლეგენდისთვის!
ატლეტიკომ ბოლოს და ბოლოს აიღო ევროპული თასი
ფოტობომბა დიეგო კოშტასგან
თავდამსხმელმა „ატლეტიკოს“ მეკარეებს ფოტო გაუფუჭა.