ატლანტის ოკეანეში „პორშეებით“ დატვირთული გემი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მათივე ცნობით, გემი „ფოლკსვაგენის“ ბრენდის მანქანებითაც არის დატვირთული.
გემზე, რომელიც გერმანიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, 22 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, თუმცა მათ ხანძრის გაჩენის შემდეგ დატოვეს ადგილი.
კომპანია „პორშე“ CNN Business-სთან, ადასტურებს, რომ მათ მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს იმ მომხმარებლებს, რომელთა ნაყიდი მანქანებიც გემზე იმყოფება.