LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათენში უკანონო პარკინგს „ჭკვიანი“ სენსორები გააკონტროლებენ

27
athennews

საბერძნეთის დედაქალაქში 830 „ჭკვიანი“ სენსორი დაამონტაჟეს და ისინი გააკონტროლებენ, რომ მძღოლებმა ავტომობილები ქვეითთა გადასასვლელებზე, პანდუსებთან და ტროტუარებზე არ გააჩერონ.

სენსორები ფეხითმოსიარულეთა ზონებში, პირდაპირ ასფალტშია ჩამონტაჟებული. თუკი გადამცემს ავტომობილი ან მოტოციკლეტი მიუახლოვდება, პოლიციას სიგნალი ეგზავნება და ადგილზე მაშინვე პატრული იგზავნება. კანონდამრღვევს 80 ევროიანი ჯარიმა ელის.

ევროპაში არამხოლოდ ავტომობილების უკანონო პარკინგს, არამედ ელექტროსკუტერებსაც აკვირდებიან. მაგალითად, სტოკჰოლმში გაქირავებული სკუტერების გაჩერების ადგილებს მკაცრად აკონტროლებენ. კანონდარღვევის შემთხვევაში გამქირავებელი ვალდებულია, რომ ქალაქს 250 კრონი გადაუხადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები