საბერძნეთის დედაქალაქ ათენში პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე ამანათები აღმოაჩინა. ამანათები ევროპის ქვეყნებში უნდა გაგზავნილიყო. როიტერის ცნობით, ნაპოვნი ყუთები იმ ამანათების იდენტურია, რომლებიც გასულ კვირას გერმანიის ფინანასთა სამინისტროსა და საფრანგეთში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში გააგზავნეს.