LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატენის ხეობა ლაშქრობისა და საზაფხულო ტურებისთვის – ფორტუნაგიდი

1209
21078730-1011801448962595-3512282608959651249-n

,,ბონ ვოიაჟი” საქართველოს კუთხეებში მოგზაურობას განაგრძობს და ამჯერად ულამაზეს და ისტორიულ ატენის ხეობას გაგაცნობთ,სადაც არაჩვეულებრივი გარემო და სანახაობები იყრის თავს.

ატენის ხეობა მდებარეობს შიდა ქართლის სამხრეთ ნაწილში გორის სამხრეთ დასავლეთის, გორიდან ატენამდე ტრანსპორტით მგზავრობისათვის დაახლოებით 15 წუთია საჭირო, თბილისიდან კი  95 კილომეტრში მდებარეობს. ხეობა უძველესი დროიდანვე იყო დასახლებული, რასაც მოწმობს ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები “ტანის ხევის” სახელით.  ატენის ხეობაზე გადიოდა მაგისტრალური გზა,  რამაც განაპირობა ადრინდელ ფეოდალურ ხანაში  ხეობის მჭიდრო დასახლება.

ხეობის აუზის  უმაღლეს წერტილი ლევიტანა ზღვის დონიდან  2.000 მეტრს აჭარბებს. დასახელება სიტყვა „ტანადან“ მომდინარეობს ტოპონიმი ატენი. ტანა წარმოდგება სიტყვისაგან ტინი, რაც ნიშნავს სალ კლდეს. ხეობა ნამდვილად ამართლებს სახელს.  მას  ატენის ვიწრო და ულამაზესი ბუნებით შემკული გზა მიუყვება, სადაც ერთმანეთს ცვლის ქარაფები, ალპური ბორცვები და  გორაკები.

ატენის ხეობის  მჭიდროდ დასახლებას ასევე მოწმობს აქ არსებული ისტორიული ძეგლები,ციხე-კოშკები და ეკლესია-მონასტრები. ამ პატარა და ვიწრო ხეობაში 50-მდე ძველი ეკლესიაა. ყველაზე მოზრდილი დასახლებების სიაში კი  ატენი, ვერე, ზემო ბოშური, ტუსრები და წეროს ხევი შედის. ხეობას მტერიც ბევრი ჰყავდა,ამიტომ გამაგრებული იყო ციხე-კოშკებით. მათ შორის საყურადღებოა ატენის, ვერესა და წედისის ციხეები.

ხეობაში დაახლოებით 25  მთის კალთებზე შეფენილი სოფელია, უმეტესობა დღემდე ძველი სახელითაა ცნობილი.  ბევრია ნასოფლარი და ახალგაშენებული სოფელიც.

ბუნებრივი მრავალფეროვნების გარდა ატენის ხეობაში უამრავ ტურისტულად საინტერესო სანახაობას შეხვდებით. ეს ადგილი ასევე საუკეთესოა კემპინგისა და ლაშქრობების მოყვარულთათვის. ტურისტებს ასევე იზიდავს აქ არსებული  საინტერესო ღვინის მარნები და ღვინის ტურები,თავისი ქართული ტრადიციებითა და სტუმარ-მასპინძლობის თანხლებით.

ხეობაში არსებულ ღირსშესანიშნაობებს შორის მთავარი სანახაობებია:

ატენის სიონი (VII ს.)

ატენის ციხე (X-XI სს.)

წეროს ეკლესიის კომპლექსი

ატენის დედათა მონასტერი

ბიისის სამკურნალო წყლები

ბიისი გაყინული ჩანჩქერი

ტამის ტბა

რაც შეეხება ხეობის მთავარ ძეგლებს: ატენის ციხის აგება დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ატენის სიონის მშენებლობასთან VII საუკუნეში, ხეობისა და ტაძრის დასაცავად.

ატენის სიონი VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ტაძარი აგებულია მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე. იგი ე.წ. “ჯვრის ტიპის” ძეგლების ჯგუფს მიეკუთვნება,რომელსაც მცხეთის ჯვარმა დაუდო სათავე.

განახლების შემდეგ კლდეზე მის გარშემო სპეციალური ტურისტული ხიდი გაკეთდა,რომლიდანაც მნახველი სოფელ ატენსა და ხეობის ულამაზეს ხედს ეცნობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები