LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატელიე G-Power-მა BMW-ს ძლიერი სპორტქარი წარმოგვიდგინა

16

გერმანული ატელიე G-Power წარმოგვიდგენს სწრაფი სერიული სპორტქარის გაუმჯობესებულ ვერსიას – BMW – M4 GTS-ს.

გაძლიერებულ მოდელის ძრავის სიმძლავრე 115 ცხენის ძალითაა გაზრდილი.

საგზაო კუპის არამოდიფიცირებული ვერსია სამლიტრიანი ტვინ-ტურბო, ექვსცილინდრიანი ძრავით განისაზღვრა, რომელიც სტანდარტულ ვერსიაში 500 ცხენის ძალის სიმძლავრის იყო.

სპეციალურად მოდიფიცირებული მოდელისთვის კი ატელიემ შეიმუშავა სპეც-ტურბინები, რომელიც დააყენეს ავტომობილის ახალ სისტემაში. შეიცვალა ელექტრონიკის მართვის აგრეგატიც.

 

 

საბოლოო ვერსიის ძრავი განისაზღვრა 615 ცხენის ძალის სიმძლავრით, ხოლო მაქსიმალური სიჩქარის მაჩვენებელმა შეადგინა – 760 ნმ.

ტუნინგ კუპე გაცილებით მძლავრი და სწრაფია სტანდარტულ BMW-ზე.

მაქსიმალური სიჩქარე ელექტრო კი შეადგენს 320 კმ/სთ-ს. (რაც მანამდე იყო 305 კმ/სთ.)

ატელიეს მიერ მოდიფიცირებული BMW-ს სუპერქარი გამოვა 700 ეგზემპლიარად. მიუხედავად იმისა, რომ BMW – M4 GTS-ს დღის სინათლე არ უნახავს, წინასწარი განაცხადებით, მისი მთლიანი რაოდენობა უკვე გაყიდულია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები