LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათათურქის სახელობის აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა

80

თურქეთში არსებული მდგომარეობის გამო სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა. უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაითიშა თურქეთის საზოგადოებრივი არხი. სტამბოლსა და ანკარაში გადაკეტილია ქუჩები. სოციალური ქსელში კი გამოჩნდა ფოტოები, სადაც ჩანს სამხედერო ტექნიკა.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლები ისმის თურქეთის გენშტაბის მიმდებარე ტერიტორიასა და ანკარას ცენტრში. ანკარის უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია საგანგებოდ გამოიძახეს. თურქეთის  პრემიერის განცხადებით კი, ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ქალაქის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები