LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Asus-ის ZenWatch 3 – მდიდრული ჭკვიანი საათი მრგვალი დისფლეით (ვიდეო)

11

Asus-ის ახალი გაჯეტი – ZenWatch 3 ნამდვილი სურპრიზი გახდა IFA 2016 -ის კონფერენციაზე მისული ტექ-მოყვარულებისთვის.

კომპანიამ მრგვალი ფორმის, ჭკვიანი საათი არც ისე დიდი ხანია რაც დააანონსა. მოწყობილობა Qualcomm-ის პროცესორზე იმუშავებს. აქსესუარის ფასი 229 ევროთი განისაზღვრა. დივაისის ეკრანის გარჩევადობა 400 x 400 პიქსელზეა, მისი მთავარი შუშა კი Corning Gorilla Glass-ის ტექნოლოგიითაა დამზადებული. მეტალის კორპუსი, პრემიუმ ხარისხი და წარმოუდგენლად მრავალფუნქციური Android გარემო, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მწარმოებლის ახალ მოწყობილობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები