LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასტრაზენეკაზე“ რეგისტრაციის ადგილები ამოწურულია

68

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით შევსებულია. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, აღნიშნულ ვაქცინაზე ერთი ადგილიც კი არ არის თავისუფალი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ​„ასტრაზენეკაზე“ რეგისტრაციის ადგილები ამოწურულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ქვეყანაში არ არის.

„დამატებით დაემატება ადგილები… ერთი-ორი დღე შეიძლება დასჭირდეს „ასტრაზენეკას“ გამოჩენას,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციაში ჩართული კლინიკების რაოდენობა ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის შემდეგ შემცირდა.

„ფაიზერს“ შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება – აუცილებელია მისი -80 გრადუსის ტემპერატურის მაცივარში შენახვა,“ – დასძინა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 45 წელს გადაცილებული პირებისთვის არის ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები