დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა. კითხვაზე, რა გახდა შეფერხების მიზეზი, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა: „უნდა ყოფილიყო დონაცია და მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ვადებზე“.
გამყრელიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე მოსახლეობის მოთხოვნა დაბალია, ის იმ ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი, ვისაც აღნიშნული ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება უწევთ.
„სამწუხაროდ, ვაჩერებთ „ასტრაზენეკას” პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ახლა „ასტრაზენეკა” მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ, „კოვაქსი” თუ მოგვაწვდის „ასტრაზენეკას.
ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ სამ ვაქცინას გავუკეთებთ ადმინისტრირებას, ეს არის „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“. ვაჩერებთ პირველ დოზებზე „ასტრაზენეკას“, რადგან მოთხოვნილება ნაკლებია, იქნება მხოლოდ მეორე დოზებზე ვინც დარჩენილია, ვინც არ აცრილა „ასტრაზენეკას“ მეორე დოზებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.