LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-სა და Red Bull-ის ერთობლივი ნამუშევარი გამოსვლამდე სამი წლით ადრე გაიყიდა

37

ჰიპერქარ AM-RB 001-ის საგზაო ვერსიის მთელი ტირაჟი წინასწარი შეკვეთებით გაიყიდა. ავტომობილზე Aston Martin-მა და Red Bull-მა ერთად იმუშავეს. ბრიტანული ავტომწარმოებელი ინფორმაციას ”ტვიტერზე” თავად ავრცელებს. სულ 150 სამოქალაქო ავტომობილი და 25 სატრეკო მოდელი გამოვა, ამასთან, სერიული მოდელის გამოსვლამდე ჯერ კიდევ სამი წელია დარჩენილი.

Aston Martin-მა და Red Bull-მა საერთო პროექტზე მუშაობა მარტში დაანონსეს, პირველი პროტოტიპი კი ზაფხულში აჩვენეს. ჰიპერქარებზე ფორმულა ერთის Williams-ის, McLaren-სა და Red Bull საჩემპიონო ავტომობილების შემქმნელი ედრიან ნიუი ბრიტანული ავტომწარმოებლის შეფ-დიზაინერთან მარეკ რეიხმანთან ერთად მუშაობს.

სიახლეს 1000 ძალიანი შვიდლიტრიანი V12 ძრავი ექნება. ნულიდან 320 კილომეტრს ავტომობილი სულ რაღაც 10 წამში ავითარებს, ხუთი წამი კი სრულ დამუხრუჭებამდე სჭირდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 400 კილომეტრ/საათია.

შეკვეთისას წინასწარი შენატენი 635 000 დოლარი გახლდათ, ავტომობილის სრული ღირებულება კი დაახლოებით სამ მილიონ დოლარს აღწევს. პირველი AM-RB 001 მეპატრონესთან 2019 წელს მივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები