კომპანია Aston Martin-მა კუპეების V8 Vantage-სა და V12 Vantage-ის სპეციალური ვერსიები შეიმუშავა, რომლებიც ავტომწარმოებლისა და ფორმულა ერთის Red Bull Racing-ის გუნდის თანამშრომლობას ეძღვნება. მოდელის მყიდველები მიიღებენ შესაძლებლობას აირჩიონ, თუ ვისი ავტოგრაფი იქნება ავტომობილის სალონში განთავსებულ დაფაზე: დენიელ რიკარდოსი თუ მაკს ფერსტაპენის.
Red Bull Racing Edition-ის მოდიფიკაციების შემუშავებით დაკავებულია განყოფილება Q, რომელიც Aston Martin-ის სპეციალურ და უნიკალურ ავტომობილებს ქმნის. საბაზო Vantage-სგან სიახლე ძარის განსაკუთრებული მუქი ლურჯი შეფერილობით გამოირჩევა, რომელსაც წითელი დეკორატიული ჩანართებით.
გგარდა ამისა, Aston Martin Vantage Red Bull Racing Edition კარბონისგან დამზადებული დეტალებით არის დაკომპლექტებული.