LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin და Zagato ახალ სპორტქარს შექმნიან

89

Aston Martin და Zagato ახალ სპორტქარს შექმნიან. ბრენდულ ატელიეს წელს 100 წლის იუბილე აქვს, ამიტომ კომპანია Aston martin-მა განსხვავებული და განსაკუთრებული ავტომობილების კოლექციის გამოშვება გადაწყვიტა. კოლექციაში შევა 1960 წლის სპორტქარის DB4 GT-ის გაცოცხლებული ვერსიაც და ასევე სრულიად ახალი მოდელი -DBS GT Zagato. მთლიანობაში 19 ავტომობილი აიწყობა და მათ სათითაოდ არ გაყიდიან. საკოლექციო ავტომობილების ნაკრების ფასი 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება და მათ შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. იმისათვის რომ ლეგენდარული სპორტქარის დეტალები მთელი სიზუსტით გაიმეორონ Aston martin-ის ინჟინერები ციფრულ სკანირებას მიმართავენ. ფინალური სამუშაოები კი მთლიანად ხელით შესრულდება. რაც შეეხება მოდელის აგრეგატს, ის 3,7 ლიტრის მოცულობის „ექვსიანს“ მიიღებს და 385 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები