LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტანას ნურსულთანს არქმევენ

93
astana

ყაზახეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი უწოდა,- ამის შესახებ ინფორმაცია КазТАГ-მა გაავრცელა.

ახლა პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებას, ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან 19 მარტს გადადგა. ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა. 2019 წლის ივლისში ნაზარბაევს 79 წელი შეუსრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები