ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში მაშველები არასრულწლოვან გოგოს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარემ წაიღო.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და პროცესში სამაშველო სამსახურია ჩართული.