ასპინძაში, მტკვარში ჩავარდნილი გოგო, მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მოზარდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება გუშინ, 9 ივნისს დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარემ წაიღო.