ასპინძაში ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს გარდაცვლილის მეუღლემ შეატყობინა. როგორც შსს-ში აცხადებენ, პირველადი დათვალიერებით, ახალგაზრდა ქალის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
შსს-მა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.