„ჩელსის“ ფეხბურთელებმა სესარ ასპილიკუეტას ავტომობილის ადგილზე ირემი დააყენეს. მიუხედავად არისტოკრატების რიგებში არსებული პრობლემებისა, საახალწლო განწობა ძალიან ძლიერია და საშობაო ხუმრობებიც დაიწყო. პირველი მსხვერპლი კი ესპანელი მცველი გახდა. საწვრთნელ ბაზაზე ავტომობილის დასაყენებლად მისულმა ფეხბურთელმა თავისი ავტომანქანის ადგილზე ირემი აღმოაჩინა.