LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Asos ზარალზე მიდის – შეამცირებს თუ არა ფასებს ონლაინ მაღაზია

42
asos

მოდის ონლაინ საცალო ვაჭრობის ქსელი Asos დიდი ზარალის შესახებ იუწყება, რადგან მომხმარებლები ცხოვრების ხარჯების ზრდის  გამო, მოდაზე ნაკლებ ფულს იხდიან.

კომპანიამ თითქმის 32 მილიონი ფუნტის ზარალი განიცადა 12 თვეში, გასული წლის 177 მილიონი ფუნტის მოგებასთან შედარებით.

Asos-ის პროგნოზით, მყიდველების რაოდენობა წელს კიდევ შემცირდება, რადგან ცხოვრების ხარჯები იზრდება. ამის მიზეზად მაღაზია, იმასაც ასახელებს, რომ პროდუქტის ამოყიდვის მიზნით, ფასების შემცირება მოუწევს.

საცალო ვაჭრობის ქსელი, რომელიც Topshop-სა და Topman-ს ფლობს, აცხადებს, რომ “წარმოუდგენლად რთული ეკონომიკური გარემოს წინაშე დგას”.

Asos-მა და მისმა კონკურენტმა Boohoo-მ პანდემიის დროს, სარგებელი ნახეს, რადგან მყიდველების უმრავლესობა ონლაინ სერვისებს იყენებდა, თუმცა ადამიანების მაღაზიებში დაბრუნების შემდეგ, მათ პრობლემები შეექმნათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები