LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ასორტი ვერე” ახალი საწარმოსთვის თანამშრომლებს გადაამზადებს

335

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი  შპს ”ასორტი ვერე” საკუთარი თანამშრომლების გადასამზადებლად აშშ-დან უკრაინელ ტექნოლოგს ჩამოიყვანს. ტექნოლოგი ივნისის ბოლოს ჩამოვა და კომპანიის კადრებს ტრენინგებს ჩაუტარებს. როგორც ”ფორტუნას” ”ასორტი ვერედან” აცნობეს, აღნიშნული ტრენინგების მიზანი თანამშრომლების ახალი საწარმოსთვის მომზადებაა.

მათივე ცნობით, პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი  კომპანია  ქსელს აფართოებს და  მიმდინარე წლის მაისის ბოლოს  კომპანია ჯიქიას ქუჩაზე საკონდიტრო საწარმოს გახნის. საწარმო უახლესი ევროპული დანადგარებით აღიჭურვება.  ქსელის გაფართოებისა და საწარმოო სიმძლავრის მატების მეშვეობით კი კომპანიას საშუალება ექნება ბრენდირებულ საკონდიტრო ნაწარმზე მნიშვნელოვანწილად გაზრდილ მოთხოვნებს სათანადოდ უპასუხოს და გაუმჯობესებული შესაძლებლობებით აითვისოს ბაზარი.

”მოცემულ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის რეალიზება თბილისში ხორციელდება. გვაქვს საკუთარი 6 მაღაზია. თუმცა, სამომავლოდ „ასორტი-ვერე“ გეგმავს რეგიონულ დონეზეც განვითარდეს და ფილიალები გახსნას ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში”, – განაცხადეს ”ასორტი ვერეში”.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ ”ასორტი ვერე” დამატებით კადრებს აიყვანს.

”ასორტი ვერეს” ახალი  საკონდიტრო საწარმოს მშენებლობა პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები