LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასოცირების საბჭომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ მოგვიწოდა – კალაძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს აფასებს

64
BeFunky-collage

“ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება და განვითარება.” – თბილისის მერი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს ეხმიანება, ასოცირების საბჭოს სხდომაზე საუბრობს და სხდომაზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებს აფასებს.

ფოტო: ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა მიმდინარეობს

როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მიაწოდა ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ასოცირების საბჭომ საქართველოში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მოლაპარაკებებს დროს ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული: ჯოზეფ ბორელი

“საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც მნიშვნელოვანია. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება და განვითარება.

ასოცირების საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. ასოცირების საბჭომ საქართველოში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოგვიწოდა ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, რაც მნიშვნელოვანია.” – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჟოზეფ ბორელის განცხადებებზე, რომელშიც მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთო ჩატარებულ არჩევნებს განიხილავს როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს.

შეგახსენებთ, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა 16 მარტს გაიმართა.

დღეს კი მაღალი დონის შეხვედრები იმართება ევროპარლამენტსა და ნატო-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები