LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასლან ბჟანია: დასავლეთს უნდა, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში

162
BeFunky-collage (5)

„მათ [დასავლეთს] უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმაზომიერად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახვონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა, ასევე დაანახვონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია“, – ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი მტკიცებით, დღევანდელ გლობალურ დაპირისპირებაში აფხაზეთი ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია და აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს არ სურთ, რომ აფხაზეთი მსოფლიოს ნაწილი იყოს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების საჭიროებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მშვიდად ცხოვრებისთვის აუცილებელია „თანამედროვე არმია რაკეტებითა და დრონებით, საჭირო აღჭურვილობით, ტექნიკით, ტანკებით, თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით“.

ამასთან, როგორც ბჟანიამ აღნიშნა, აფხაზეთი უნდა ისწრაფოდეს, გახდეს მსოფლიოს განსხვავებული არქიტექტურის, უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი, რომელიც აგებულია „ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენიტეტის აღიარებას და მოკავშირეებთან ინტეგრაციაზე“.

ასლან ბჟანია: საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს

„ამიტომ ვართ რუსეთთან! ამ მიზეზით, ჩვენ ორიენტირებული ვართ მასთან ასეთი ურთიერთობის დამყარებაზე. აფხაზეთი რუსეთთან ერთად გლობალური კრიზისის ნაწილი აღმოჩნდა. მთელი ევროპა ჩაეფლო ამ კონფლიქტში.

ადამიანური ძალის რეზერვები, ქონებრივი რეზერვები და ევროპის ქვეყნების სიმდიდრე იფლანგება და უკვე გაიფლანგა და სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გადამწყვეტი კონფლიქტის ბოლო ფაზაში შევიდა. ვფიქრობ, არ არის საჭირო იმის ახსნა, რომ იქ მომხდარი სისხლიანი ტრაგედიის შედეგი შორს არ არის“, – აღნიშნა ბჟანიამ.

„რუსეთი გაძლებს ამ აგარაკის გარეშეც, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, დიდი კითხვაა“ – ბჟანიას მოსახლეობა დაუპირისპირდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები