LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასი ათასობით Ford-ს უკან გამოიწვევენ, მიზეზი ორი საშიში დეფექტია

28
ford

კომპანია Ford-მ აშშ-ში მასშტაბური უკან გამოწვევის კამპანია დააანონსა. საშიში დეფექტი 700 ათასზე მეტ 7 სახის მოდელს აღმოაჩნდა. საქმე ისაა, რომ არსებობს აალების საშიშროება და სამუხრუჭე სისტემაც გამართულად ვერ მუშაობს. მასშტაბური შემოწმების კამპანია რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაიგეგმა.

პირველი სერვის-აქცია 345 451 ავტომობილს გააერთიანებს, სულ ორ მოდელს – 2018 წლიდან – 2022 წლის 1-ელ მარტამდე გამოშვებულ Ford Escape-ს და Ford Bronco Sport-ს, რომელიც 2020 წლიდან – 2022 წლის 4 მარტამდე პერიოდშია რეალიზებული. თუ რამდენი ეგზემპლარია თითოეული მოდელის – არ ზუსტდება.

Escape-სა და Bronco-ს ძრავის ზეთის გაჟონვის რისკი აღმოუჩინეს, რაც აალების საფრთხესთანაა დაკავშირებული.

მეორე კამპანია 391 836 მოდელს შეეხება და მოდელთა შორის არიან – Ford F-150, Maverick, Expedition და Super Duty, ასევე Lincoln Navigator. ამ ავტომობილებს შესაძლოა სამუხრუჭე სისტემა არ უმუშავებდეთ, რაც ავარიის საფრთხესთანაა დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები