საქართველოში “გეიაღლუმი” არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდება, – ამის შესახებ განცხადება „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა გააკეთა.
სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მას და მის თანამოაზრეებს კონკრეტული, არაძალადობრივი გეგმა აქვთ, რათა თბილისში გეიაღლუმი არ გაიმართოს.
„რაც არ უნდა მოხდეს და რა პროცესებიც არ უნდა განვითარდეს, ჩვენს ქვეყანაში “გეიაღლუმი” არ ჩატარდება. ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას და მიმართვას “გეიაღლუმთან” დაკავშირებით. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქოს პოზიცია იქნება მკაფიო და რადიკალური.
ჩვენ უკვე გვაქვს მობილიზაცია, რათა “გეიაღლუმი” არ ჩატარდეს. არ იქნება არანაირი ძალადობა. ჩვენი გეგმის მიხედვით, ასი ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, დაიკავებს თბილისის ქუჩებს და არ მისცემს ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომებიც აღლუმს უწევენ ორგანიზებას ჩაატარონ ღონისძიება,“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის, ასევე ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.