აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი Himars-ის 4 საარტილერიო სისტემას, ასევე ჰაუბიცებსა და საბრძოლო მასალას მოიცავს.
ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად პრეზიდენტის საგანგებო უფლებას გამოიყენებს, რაც მას საშუალებას აძლევს აშშ-ს მარაგებიდან იარაღი ქვეყანას კონგრესის ნებართვის გარეშე გადასცეს.