LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ყველაზე უცნაური მანიაკის სიკვდილით დასჯა ვერ შეძლეს

125
poster_68374fac7f2e419983348ae04367bd50

აიდაჰოს შტატში 73 წლის მანიაკის, ტომას იუჯინ კრიჩის სიკვდილით დასჯა ვერ შეძლეს. ამის შესახებ KiviTV წერს.

დამნაშავე, რომლის განაჩენიც 40 წლის წინ გამოიტანეს, სიცოცხლისთვის სასიკვდილო ინიექციით უნდა გამოესალმებინათ. განაჩენის აღსრულება 28 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე იყო ჩანიშნული.

პროცედურაზე გაყვანიდან 1 საათის შემდეგ სამედიცინო ჯგუფმა დაადასტურა, რომ მსხვერპლის ვენას მათ ვერ მიაგნეს.

იმის გამო, რომ წამლით სავსე გადასხმა ვერ დააყენეს, სასჯელის აღსრულება შეუძლებელი გახდა. მანიაკიც თავის საკანში დააბრუნეს.

ამჟამად შტატის ადმინისტრაცია სამომავლო გეგმებს განიხილავს და გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოს დღეებში გააცნობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები