ყინვისა და ძლიერი თოვლის შედეგად აშშ-ის რამდენიმე შტატში ხუთი ადამიანი დაიღუპა. 30 იანვარს მინესოტას შტატში ქალაქ მინეაპოლისში ტემპერატურამ -33 გრადუსს მიაღწია, რასაც თან ძლიერი ქარი ახლდა. ჩიკაგოში -30.6 გრადუსი, მილუოკში კი -28.9 გრადუსი დაფიქსირდა.
დასავლეთ ამერიკის შტატების აეროპორტებში დიდთოვლობის გამო, ორი ათასზე მეტი რეისი გააუქმეს, მათ შორის ჩიკაგოს ორ საერთაშორისო აეროპორტში.