LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ტრანსგენდერებს ჯარში მსახურება აეკრძალებათ

1413832461408_wps_43_Transgender_Major_Alexand

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არმიაში ტრანსგენდერების მსახურობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. უზანესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა სასამართლოს ლიბერალური ფრთის ოთხმა მოსამართლემ.

დონალდ ტრამპმა თავისი ინიციატივის შესახებ პირველად 2017 წლის ივლისში, თვითერზე დაწერა, მაშინ თეთრი სახლის ლიდერმა მიზეზად კოლოსალური სამედიცინო ხარჯები დაასახელა.

ნოემბერში ტრამპის ადმინსიტრაციამ უზენაეს სასამართლოდ თხოვა განეხილა სასამართლოს გადაწყვეტილებები და მოქმედებაში მოეყვანა აკრძალვა.

ამიერიდან, აშშ-ში, სამხედრო სამსახური აეკრძალებათ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებმაც გენდერული ტრანზიცია გაიარეს.

ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურის უფლება 2016 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები