LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში შვეულმფრენმა – „შავი ქორი“ პირველად, 30 წუთით უპილოტოდ იფრინა

119
შვეულმფრენი „შავი ქორი“

აშშ-ში ვერტმფრენმა  – „შავი ქორი“ პირველად უპილოტოდ იფრინა.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის კვლევითი ჯგუფის თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოს (DARPA) განცხადების თანახმად, შვეულმფრენი „შავი ქორი“ 30 წუთის განმავლობაში დისტანციური მართვით დაფრინავდა მგზავრების გარეშე.

„მსგავსი ტესტი ფორტ კემპბელში ორჯერ, შაბათსა და ორშაბათს, ჩაატარეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სატესტო ფრენა DARPA-ს ახალი „ALIAS“ პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად, უკვე არსებულ სამხედრო თვითმფრინავებში დისტანციური მართვის კომპლექტების განთავსებას ისახავს.

„მაღალი დონის ავტომატიზაციის ხელშეწყობის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

https://www.youtube.com/watch?v=HBu8NNXz47E