აშშ-ში მოგზაურობისას, შესაძლოა შინაური ცხოველების ავეჯი და საკვები შეგხვდეთ წარწერით – MADE IN GEORGIA.
კომპანიის „ჯორჯიან პროდაქტსი” პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში სულ მალე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საქმიანობა 2014 წელს დაიწყო და 2015 წლიდან კომპანიის მიერ წარმოებული, შინაური ცხოველების ავეჯი ევროკავშირის ბაზარზე გადის. კერძოდ კი, კომპანია გერმანიის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პოლონეთის, ინგლისისა და თურქეთის საწყობებს ამარაგებს, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება.
„ჯეორჯიან პროდაქტს“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარია, რომელმაც 2014 წელს, ინდუსტრიული მიმართულების პროგრამის ფარგლებში სესხის კომპონენტით ისარგებლა. კომპანიამ პროგრამის ფარგლებში, შინაური ცხოველების ავეჯისა და საკვების საწარმოებლად, საწარმოს მშენებლობა და უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებით აღჭურვა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ბაზარზე შინაური ცხოველების ავეჯის წარმოება ჩაეშვა, 2018 წელს კი, კომპანიამ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა, კერძოდ შინაური ცხოველებისთვის საკვების დამატებაც შეძლო.