LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

169
BeFunky-collage

ინაუგურაცია, რომელიც სხვას არ ჰგავდა – პანდემიის გამო პროტოკოლის ცვლილებით, დამსწრეთა დისტანცირების, სტუმართა რაოდენობის შემცირებისა და ნიღბების აუცილებლობით გამოწვეული გარკვეული შეზღუდვების გამო აშშ-ში გუშინ გამართული ინაუგურაცია ფასდება, როგორც დღე, რომელიც ინაუგურაციის ყველა სხვა – 58 ღონისძიებისგან განსხვავებული იყო.

მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს ინაუგურაციის პროცესს, რომელსაც ბუნებრივია დასამახსოვრებელი მომენტების გარეშეც არ ჩაუვლია.

ინაუგურაციის დამსწრე სტუმრებს შორის იყო აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მეუღლესთან ერთად.

ელჩმა მეუღლე ანა მაცუკაშვილთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ჯო ბაიდენის ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს სახელით დასწრებოდა.

„დიდი პატივია საქართველოს რომ წარმოვადგენ“ – წერს დავით ბაქრაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები