აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.25 მლნ ბარელით გაიზარდა და შეადგინა 417.9 მლნ ბარელი.
რაც შეეხება ბენზინის მარაგებს, ის შემცირდა 1.51 მლნ ბარელით და შეადგინა 239,7 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 0,13 მლნ ბარელით და შეადგინა 117,6 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 31 ათასი ბარელით, ანუ 0,8%-ით 10,8 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,6 მლნ ბარელით, ანუ 0,1%-ით და შეადგენს 660,2 მლნ ბარელს.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 5 ივლისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 77,39 (- 0.37) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 72,94 (- 1,20) დოლარი/ბარელზე.