LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მოსახლეობის ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ ორშაბათიდან დაიწყება: BBC

101
c5523d977f0e423898a3af91975532e9

აშშ-ში COVID-19-ზე ვაქცინაცია რომ ორშაბათიდან დაიწყება, ამაზე ინფორმაციას BBC გენერალ გუსტავ პერნას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პირველი 3 მილიონი ვაქცინა მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად გადანაწილდება, რათა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მასზე წვდომა ჰქონდეთ.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, ვაქცინა მომხმარებელს კორონავირუსისგან 95%-იან დაცვას სთავაზობს.

აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს

აქვე აღსანიშნავია, რომ „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე საგანგებო ავტორიზაცია გასცეს მექსიკაში. ქვეყნის ჯანდაცვის მარეგულირებელი უწყების თანახმად, ვაქცინას პირველ რიგში რისკჯგუფების წევრები, კერძოდ ექიმები მიიღებენ.

2021 წლის ზაფხულის ბოლოსთვის პანდემიაზე კონტროლის დამყარებას შევძლებთ: „ბიოენტექის“ ხელმძღვანელი

ვაქცინის შემქმნელი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვირუსის გასაკონტროლებლად შედეგი მხოლოდ ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღწევა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსული ინფექცია 656 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსულ ინფექციას 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ახალი შემთხვევების 46 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში „კოვიდ-19“ 71 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 1.6 მილიონზე მეტი კი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები