ქალაქ პარაშიუტში, რომელიც კოლორადოს შტატში მდებარეობს, გამოჩნდება მაღაზია ავტომობილისტებისთვის სახელწოდებით Tumbleweed Express. როგორც Business Insider წერს, მსოფლიოში პირველი ასეთი მაღაზია 2017 წლის მარტში დაიწყებს მუშაობას.
გამოცემის ინფორმაციით, მაღაზიის ორგანიზატორებმა მუშაობის ლიცენზია უკვე მიიღეს. მოხმარება, მარიხუანას მოყვანა და ვაჭრობა კოლორადოში სრულიად ლეგალურია.
ექსპრეს-წერტილი სავარაუდოდ იმავე პრინციპით იმუშავებს, როგორც ”მაკ ავტო” – სწრაფი მომსახურების ფანჯრიდან. მომსახურების მიღება მხოლოდ 21 წელს გადაცილებულ მძღოლებს შეეძლებათ, მაღაზიას ვიტრინაში საქონლის გამოდებაც ეკრძალება.