LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში Mazda-ს ახალი მოდიფიკაცია ააგეს

42

ამერიკულმა კომპანიამ Flyin’ Miata–მ, რომელიც Mazda MX-5 Miata-ს სამუშაოებით იყო დაკავებული,  525 სიმძლავრის მქონე, როდსტერის მეოთხე თაობის ახალი წარმომადგენელი შემოგვთავაზა. ავტომობილის სტანდარტული ძრავი 6.2 ლიტრიანი, რვაცილინდრიანი აგრეგატით LS3-ით განისაზღვრა.

ამ ეტაპისთვის სრულდება ახალი მოდელის პირველი, საგზაო ეგზემპლარი, თუმცა სამომავლოდ კლიენტების შეკვეთების მიხედვით სპეც-მოდიფიკაციების დამზადებაც იგეგმება. კომპანია მზადაა მსურველებს ავტომობილის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზოს: გარდა 525 სიმძლავრისა, ასევე  წარმოდგენილი იქნება 430 ან 480 სიმძლავრის მქონე როდსტერები.

გაძლიერებული მოდელის სავარაუდო წონა 1.2 ტონით განისაზღვრა (განსხვავებით სტანდარტული როდსტერისგან, რომელიც გაცილებით მეტს იწონიდა), ახალი მოდელი მაქსიმალურ სიჩქარეს 4 წამში ანვითარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები