LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში “კორონავირუსის წვეულება” გამართეს, ერთ-ერთ მონაწილეს “კოვიდ 19” დაუდასტუდა

361
200324162919-louisiana-church-service-1000-people-exlarge-169

აშშ-ში, კენტუკის შტატში ახალგაზრდებმა “კორონავირუსის წვეულება” მოაწყვეს, ცოტა ხნის შემდეგ კი ერთ-ერთ მათგანს “კოვიდ 19” დაუდასტურდა. როგორც cnn.com  წერს, ისინი მიიჩნევდნენ, რომ დაუმარცხებლები იყვნენ და სოციალური დისტანცირების წესები მიზანმიმართულად დაარღვიეს.

“კოვიდ 19” ყველაზე რთულად 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში მიმდინარეობს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სპეციალისტები ახალგაზრდებსაც მოუწოდებენ დაიცვან სოციალური დისტანციის წესები, რადგან შეიძლება მათ ადვილად დაამარცხაონ დაავადება, თუმცა ე.წ. მატარებლები აღმოჩნდენ და ვირუსით ასაკოვანი ადამიანები დააინფიცირონ, რაც მათთვის შეიძლება ფატალურადაც კი დამთავრდეს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთისგან განსხვავებით ამერიკაში კორონავირუსით მეტად ინფიცირდებიან ახალგაზრდები.

დაავადებათა კონრტოლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირებულთა 20% ახალგაზრდაა, 20-44 წლამდე ასაკის.
ნიუ-იორკში, “კოვიდ 19”- ის შემთხვევათა ნახევარზე მეტი – 53% 19-დან 49 წლის ასაკის ადამიანებში ფიქსირდება.

ხუთშაბათს კალიფორნიაში, კორონავირუსით არასრულწლოვანის გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა.

უახლოესი მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 52 000 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, “კოვიდ 19-მა” უკვე 680 ადამიანის სიცოცხელ იმსხვერპლა.

 

ასევე იხილეთ:

თუ დაღუპულთა რაოდენობა 100 ათასს არ ასცდება, ნიშნავს, რომ ძალიან კარგად ვიმუშავეთ – დონალდ ტრამპი

ნატოს ათობით ჯარისკაცი ლიეტუვაში კორონავირუსით დაინფიცირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები