დონალდ ტრამპის პირადი ინიციატივით აშშ-ში ქვეყანაში შემავალი ავტომობილებისათვის ეკოლოგიურ ნორმებს გაამკაცრებენ. ასეთი გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას ემსახურება. ახალი ნორმების შემუშავებით რამდენიმე სააგენტო დაკავდება, მათ შორის გარემოს დაცვის სააგენტო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ახალი წესების გამო მწარმოებლებს უფრო ძვირადღირებული აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების გამოყენება მოუწევთ. გაიზრდება ფასები ავტომობილებზე, ამავდროულად კი ამერიკული წარმოების ავტომობილებზე ფასები დაიკლებს.
ასევე, დონალდ ტრამპი ევროკავშირს ემუქრება, საავტომობილო პროდუქციაზე უზარმაზარი გადასახადები დააწესოს იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირი ამერიკული ავტომობილის შეყვანაზე გადასახადების გაზრდას გააგრძელებს.