ვაშინგტონში, ჰაილაინის კოლეჯში სტუდენტების ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის მიზეზი სროლის ხმა იყო, რომელიც რამდენჯერმე გაისმა.
ზარი 911-ზე ადგილობრივი დროით 09:30 საათზე შევიდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, არავინ დაუკავებიათ. მთელი კოლეჯისა და სტუდენტური საცხოვრებელი კამპუსის ტერიტორიაზე ჩხრეკა ჩატარდა.