LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ–ში გადაარჩინეს მძღოლი, რომელმაც თოვლის ხაფანგში 10 საათი გაატარა

78
usasnownews2012

ნიუ–იორკის შტატის პოლიციამ თოვლში ჩარჩენილი მძღოლი გადაარჩინა. სამართალდამცავებმა ავტომობილს სასწულებრივად მიაგნეს და გაყინული ამერიკელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

17 დეკემბრის ღამეს ნიუ–იორკს თოვლის შტორმი დაატყდა, რაც ათობით ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა.

დილით პოლიციაში 58 წლის კევინ კრესენის ზარი შევიდა – მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ავტომობილით გზიდან გადავარდა, თოვლში ჩაეფლო და გამოსვლას ვერ ახერხებდა. მან წინა ღამესაც დარეკა, თუმცა ადგილზე მისულმა მაშველებმა თოვლში მანქანის პოვნა ვერ შეძლეს.

საბოლოოდ ავტომობილი სერჟანტმა ჯეისონ კოულმა იპოვა. თავიდან მან მთელი რაიონი ფეხით მოიარა და როცა ამ იდეამ არ გაამართლა, თოვლში საფოსტო ყუთების ძებნა დაიწყო, რათა მიახლოებითი მისამართი ეპოვა. ერთ–ერთი საფოსტო ყუთის ამოთხრის დროს კი ის საქარე მინას გადააწყდა.

კოულიმ ავტომობილი თოვლისგან გაწმინდა და გაყინული მძღოლი გამოიყვანა. საქმე ისაა, რომ მამაკაცმა მთელი 10 საათი გათბობის გარეშე გაატარა და სასწრაფოდ საავადმყოფოში იყო გადასაყვანი. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები