LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ფერმერს გოგრისთვის 12 ათასი დოლარი გადაუხადეს

53

გოგრა, რომელიც 893,1 კგ-ს იწონის, აშშ-ს ყოველწლიურ კონკურსზე ყველაზე მძიმედ დაასახელეს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამარჯვებულმა ფერმერმა ორეგონიდან 12 ათასი დოლარი მოიგო.

კონკურსის მონაწილეებმა ვერ შეძლეს გასულ წელს შვეიცარიელი ფერმერის მიერ დამყარებული რეკორდის მოხსნა – მისი გოგრა 1000 კგ-ზე მეტს იწონიდა.  

უზარმაზარ გოგრებს სპეციალურ სასწორზე წონიდნენ, რომელსაც 5 ტონამდე სიმძიმის აწონვა შეუძლია.

კონკურსზე, რომელიც ყოველ წელს ჰელოუინის წინ იმართება, სპეციალური პრიზი გასცეს ყველაზე ლამაზი გოგრისთვის – ფერის, ფორმის და ზომის გათვალისწინებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები