LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ–ში დააგებენ გზას, რომელიც ელექტრომობილებს მოძრაობის დროს დამუხტავს

39
news435

აშშ–ს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტმა მიჩიგანის შტატში სატესტო ტრასის დაგება დააანონსა. გზას ელექტრომობილების უკონტაქტოდ დამუხტვა შეეძლება. სპეციალისტების აზრით, უნიკალური გზის საფარის დამსახურებით, მძღოლები სვლის მარაგზე დარდს შეწყვეტენ.

პროექტის ინიციატორთა ჩანაფიქრის მიხედვით, მაგისტრალში ინტეგრირებულ გზის საფარს ელექტრომობილის ნებისმიერი სახეობის დამუხტვა, თანაც პირდაპირ მოძრაობის დროს შეეძლება. ტექნოლოგია მძღოლებს საშუალებას მისცემს, რომ დასამუხტი სადგურების დაშორებაზე აღარ ინერვიულონ და მსგავსი ინფრასტრუქტურა როგორც კერძო ასევე კომერციული ელემენტიანი ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობას გაზრდის.

მიჩიგანის შტატის სატრანსპორტო დეპარტამენტი ახალი ტექნოლოგიის დანერგვისა და გამოცდის შესახებ განცხადებების მიღებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. დასაწყისისთვის ნახევარი კილომეტრის სიგრძის დამუხტვად გზას დააგებენ და თუკი ექსპერიმენტი გაამართლებს, მსგავსი გზები რეგიონის სხვა ავტო ტრასებზეც გაჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები