აშშ-ში კორონავირუსს დღე-ღამის განმავლობაში 1 900-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა – ნიუ-იორკში დაღუპულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში მსხვერპლთა რიცხვი 16 400-მდე გაიზარდა.
სააგენტო “როიტერსის” ცნობით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ ერთი დღე-ღამის განმავლობაში 27 000-ით მოიმატა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა ქვეყანაში 459 000-ს მიაღწია.
აშშ დაინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას, ფატალური შემთხვევებით კი მხოლოდ იტალიას ჩამორჩება.
10 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 96 000-ს სცდება.