LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ავტომობილების გაყიდვა სუპერმარკეტებში დაიწყება

34

ამერიკის უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ქსელი Walmart ავტომობილების გაყიდვებს დაიწყებს. როგორც გამოცემა Automotive News წერს, სუპერმარკეტების ქსელში სპეციალური ტერმინალები განთავსდება, სადაც ახალი და მეორადი ავტომობილების ძებნა ინტერნეტის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ავტომობილის არჩევის შემდეგ კი სისტემა კლიენტს შესაბამის სადილერო ცენტრში მისვლას შესთავაზებს.

ინტერნეტ-პლატფორმას, რომლის საშუალებითაც პროექტი განხორციელდება CarSaver ეწოდება. ავტომობილის არჩევის გარდა, სერვისი საშუალებას იძლევა მყიდველმა კრედიტი ან დაზღვევაც გააფორმოს. რაიმე დამატებითი შეკითხვის გაჩენის შემთხვევაში სატელეფონო ცენტრი იმოქმედებს.

ამასთან, CarSaver ავტომობილის ღირებულების გადახდაში მონაწილეობას არ მიიღებს – ანგარიში უშუალოდ მყიდველსა და გამყიდველს შორის უნდა მოხდეს, სერვისი კი დილერისგან საქმის დასრულების შემდეგ პრემიას მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები