ამერიკულ შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში არის რკინიგზის ხიდი, რომლის ზედა ნაწილშიც მუდმივად იჭედებიან მაღალი სატვირთო ავტომობილები. ყველა ავარიას საგზაო კამერები აფიქსირებენ. ყველა ეს ჩანაწერი YouTube-ზე, yovo68-ს არხზეა თავმოყრილი, რომელიც 124 შემთხვევას აერთიანებს. მათი გამოქვეყნება 9 წლის წინ დაიწყეს.
ხიდის სიმაღლე 3,56 მეტრია.